სარჩევი
სსკ · მუხლი 39 · სხვაობა

მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება

სხვაობა · შეცვლილია

ცვლილებებზე დაბრუნება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.

11. საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;

გ) სტატუსი;

დ) სახელწოდება;

ე) სამართლებრივი ფორმა;

ვ) მისამართი;

ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი;

ი) მარეგისტრირებელი ორგანო;

კ) საგადასახადო დავალიანება;

ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები;

მ) დამფუძნებლები;

ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ;

ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია;

პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია;

ჟ) პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის, გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ.

2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით;

ბ1 ) (ამოღებულია - 17.12.2026, №1296).

ბ2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით;

დ) სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

კ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581);

ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

რ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1282) ;

ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ციფრული მმართველობის სააგენტოს − ამ სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის;

ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ციფრული მმართველობის სააგენტოს − საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფორმაცია;

უ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს − „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ფ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3109);

ქ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

ღ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს საპენსიო ფონდს − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

ღ¹ ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს − „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

ღ² ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიასა და საპენსიო კომპანიას − იმავე კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

ყ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას;

შ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული არბიტრაჟში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე შექმნილ ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა კონვენციების საფუძველზე შექმნილ კომიტეტებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

ჩ) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

ც) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შრომის ინსპექციის სამსახურს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ძ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ძ1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მერიის სტრუქტურულ ერთეულს, ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს − საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის მიზნით;

[წ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო შესყიდვების სააგენტოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას. (ამოქმედდესწაშლილია: 2027დამატებულია: 2030 წლის 1 იანვრიდან)]

ხ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს იმავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

ჯ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესრულების მიზნით.

ჰ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს იგი პირადი მიზნებისათვის ან არ გადასცეს სხვა პირს, რაც ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

31 . ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს, რომლებმაც მიიღეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურონ ამ ინფორმაციის საიდუმლოება.

4. საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.

5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.

6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ.