მუხლი 1
წინა რედაქცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:
1. საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი (დანართი №1).
2. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №2).
3. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №3).
4. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4).
5. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №5).
6. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში (დანართი №6).
7. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები (დანართი №7).
წინა რედაქციის შენიშვნები (2)
- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №376 - ვებგვერდი, 31.07.2018წ.