სარჩევი
№415 · დანართი №5 · წინა რედაქცია

დანართი №5. დანართი №5 · შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას

წინა რედაქცია

დანართი №5

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების

ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში

1. ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.

4. ჩუქება.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

[ 12. „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.    (ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან)]

წინა რედაქციის შენიშვნები (2)
  1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.
  2. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №436 - ვებგვერდი, 23.12.2024წ.