სარჩევი
№996 · მუხლი 39⁶ · სხვაობა

მუხლი 39⁶. დამატებულია: საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისათვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესი

სხვაობა · ახალი

ცვლილებებზე დაბრუნება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

დამატებულია: 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შეღავათით მოსარგებლე პირს (გარდა ამავე ნაწილის „ა.ვ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა) დაუბრუნოს მის მიერ მიღებულ შემოსავლებზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა, საგადასახადო აგენტის მიერ წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე.

დამატებულია: 2. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აგენტის მიერ წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში ასახული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – პირი) არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

დამატებულია: 3. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს განცხადებას „საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესით სარგებლობის თაობაზე“ (დანართი №II-08დამატებულია: 7დამატებულია: ), სადაც მიეთითება საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხის დაბრუნება. მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის პირისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის საგადასახადო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება პირის მიერ ამავე განცხადებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

დამატებულია: 4. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის პირისათვის დაბრუნებას საგადასახადო ორგანო, ამ მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის თვის მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან.

დამატებულია: 5. პირი, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ამ მუხლით განსაზღვრული წესით სარგებლობის შეწყვეტის მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს განცხადებას „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესით სარგებლობის შეწყვეტის თაობაზე“ (დანართი №II-08დამატებულია: 8დამატებულია: ). გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ამ მუხლით განსაზღვრული წესით სარგებლობა წყდება განცხადების წარდგენის წლის მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.

დამატებულია: 6. პირს, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების ამ მუხლით განსაზღვრული წესით სარგებლობის მთელ პერიოდზე, ეზღუდება ამ ინსტრუქციის 39დამატებულია: 1დამატებულია:  დამატებულია:  დამატებულია: მუხლით გათვალისწინებული წესით სარგებლობა.

დამატებულია: 7. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 39დამატებულია: 1 დამატებულია: მუხლის საფუძველზე გაცემულია ცნობა „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ (დანართი №II-08დამატებულია: 2დამატებულია: ), ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის შემდეგ აღნიშნული ცნობა გაუქმებულად ითვლება, რის შესახებაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) ინფორმირებას, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების გაგზავნის გზით.  დამატებულია: (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

დამატებულია: 8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ამავე ნაწილის „ა.ვ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა) განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია გამოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან.

დამატებულია: [დამატებულია:  დამატებულია: 9. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის პირისთვის დაბრუნება ხორციელდება ყოველი თვის 20 რიცხვში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში.

დამატებულია: 10. პირისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების შემდეგ დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესწორებული დეკლარაციის წარდგენა ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე დაბრუნებული თანხის გადაანგარიშების საფუძველია.

დამატებულია: 11. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, პირისათვის დაბრუნების სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.  დამატებულია: (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]