სარჩევი
№996 · მუხლი 7 · სხვაობა

მუხლი 7. გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი

სხვაობა · შეცვლილია

ცვლილებებზე დაბრუნება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

1. გადასახადის გადამხდელს (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირს) საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) აქტიური გადამხდელი;

ბ) პასიური გადამხდელი;

გ) არამეწარმე ფიზიკური პირი;

დ) ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.

2. აქტიური გადამხდელის სტატუსი გადასახადის გადამხდელს ენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობის არსებობისას. კერძოდ, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი ახლად რეგისტრირებულია;

ბ) დაწყებულია გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაცია (მათ შორის, პირს უფიქსირდება სტატუსი დაშლილი საზოგადოება (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი));

გ) გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმშია;

დ) გადასახადის გადამხდელი რეაბილიტაციის რეჟიმშია;

ე)წაშლილია: გადასახადის გადამხდელი რესტრუქტურიზაციის რეჟიმშიადამატებულია: (ამოღებულია - 11.06.2026, №180);

ვ) გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეკლარაციები/გაანგარიშებები;

ზ) გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს გადასახადები;

თ) გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბრუნვა საკონტროლო–სალარო აპარატზე;

ი) გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილია საგადასახადო, საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

კ) დაწყებულია საგადასახადო შემოწმება ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ლ) საგადასახადო შემოწმების ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად დარიცხულია გადასახადების ან/და სანქციების თანხა;

მ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები;

ნ) გადასახადის გადამხდელს აქვს მიღებული (დადასტურებული) ან/და გამოწერილი (მათ შორის დაუდასტურებელი) საგადასახადო (მათ შორის სპეციალური) ანგარიშ-ფაქტურა.

დამატებულია: ო) გადასახადის გადამხდელის სახელზე დარეგისტრირდა პოს-ტერმინალი/მობილური პოს-ტერმინალი/ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რომლის რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;

დამატებულია: პ) საწარმოს/ორგანიზაციას უფიქსირდება საბანკო ანგარიშის გახსნა, რომელიც აქტიურია ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;

დამატებულია: ჟ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი (სდ);

დამატებულია: რ) გადასახადის გადამხდელს მიენიჭა მიკრობიზნესის/მცირე ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, რომელიც არ არის გაუქმებული ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;

დამატებულია: ს) გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და ეს რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის.

3. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული არც ერთი პირობა, გადასახადის გადამხდელს ენიჭება პასიური გადამხდელის სტატუსი.

4. არამეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი ენიჭება საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ ყველა ფიზიკურ პირს, გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა.

5. ლიკვიდირებული გადამხდელის სტატუსი ენიჭება:

ა) პირს, გარდა ფიზიკური პირისა, რომლის რეგისტრაციაც გაუქმდა (მათ შორის, ლიკვიდაციის ან გაკოტრებულად გამოცხადების შედეგად);

ბ) რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ პირს.

51. გარდაცვლილ ფიზიკურ პირს ენიჭება სტატუსი – ლიკვიდირებულია (გარდაცვალების შედეგად).

6. აქტიური ან პასიური გადამხდელის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 30 ივნისის და 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბოლო 2 წლის მანძილზე ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

7. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში კი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის ან/და წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის და განცხადების საფუძველზე, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში კეთდება ჩანაწერი – „ლიკვიდირებულია“, „გაუქმებულია რეორგანიზაციის შედეგად“ ან „გარდაცვლილია“ და მიეთითება ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი.

8. გადასახადის გადამხდელის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო პირის გარდაცვალებისას – მემკვიდრის/სამკვიდრო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდირებული/რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული, აგრეთვე გარდაცვლილი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია

9. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოდან მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს ამ პირთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა განხორციელების გარეშე.