სარჩევი
დანართი №II-04

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

დეკლარაციები

დანართი №II-04 · ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია

ეს შევსების მოკლე მითითებაა და არა ნორმა; საბოლოო წყარო — მითითებული მუხლები.

ეს RS-ის პორტალი არ არის — ოფიციალური ფორმის ასლია შევსების მინიშნებებით; ოფიციალური ფორმა: HTML.

ფორმის ძირითადი ნაწილები ოფიციალური წყაროდანაა. ცარიელ უჯრებს შესავსები ველის იერი აქვს; აქ მონაცემები არ ივსება.

ჩამოტვირთე ოფიციალური ფორმა (HTML) · №996 · მაცნეს რედაქცია 2026-10-08

ფიზიკური პირის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია · №II-04-ის I–III ნაწილები და 15–46 უჯრების შევსების მინიშნებები; დამატებითი დანართები ოფიციალურ წყაროშია.

ფართო ფორმის სანახავად გადაატრიალე ეკრანი ან გადაასრიალე ფორმა ჰორიზონტალურად. მონიშნულ უჯრაზე მიიტანე კურსორი, გადადი კლავიატურით ან შეეხე.

დანართი №II-04 · საშემოსავლო გადასახადის წლიური · დეკლარაცია · ნაწილი I

გადამხდელიმეწარმე ფიზიკური პირიფიზიკური პირი
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე
გვარი,სახელი
1

(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ „V” ნიშნით)

2საიდენტიფიკაციო ნომერი3გადამხდელის პირადი ნომერი
4დეკლარაციი სსახე:პირველადიშესწორებული5ს/წელი
6მისამართი
7ეკონომიკური საქმიანობისკოდი
8საქმიანობის შეწყვეტის თარიღი
9წარედგინება:

ნაწილი II · (ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)

10დეკლარაციის მიღების თარიღი
11თანდართული დოკუმენტიფურცელზე
12რეგისტრაციის ნომერი
13დეკლარაციის მიმღების გვარი,სახელი
14დეკლარაციის მიმღების ხელმოწერა

ნაწილი III

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება (ლარი)
37
38
ადგილობრივითვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება
თანხა

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:

4 47გადამხდელის გვარი,სახელი
4 48გადამხდელის ხელმოწერა
49ხელმოწერის თარიღი

ფორმის სხვა დანართები

დამატებითი ფურცლები ხელმისაწვდომია ოფიციალურ ფაილში:

  • შენიშვნა: · დეკლარაციის 42-ე და 45-ე უჯრები ივსება ფიზიკური პირის მიერ, რომელიც დეკლარაციას წარადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირების მიერ 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით. · დანართი „ა“ · მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების სპეც.რეჟიმით · დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ფორმა
  • დანართი „ბ“ · არასამეწარმეო/არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული · შემოსავლების/სარგებლის და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების · შესახებ
  • დანართი „გ“ · ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე · საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან/და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის · საწარმოსგან მიღებული ხელფასის შესახებ, რომელიც არ დაიბეგრა გადახდის · წყაროსთან
  • დანართი „დ“ · სესხების აღრიცხვა

სტრიქონების რუკა

რუკა JavaScript-ის გარეშეც ხელმისაწვდომია. მინიშნება მოცემულია მხოლოდ გადამოწმებული ნორმის საფუძველზე.

სტრიქონი 15 · ერთობლივი შემოსავალი მათ შორის:

ასახეთ სსკ-ის მე-100 მუხლით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, გათავისუფლებული შემოსავლის ჩათვლით; გამონაკლისები დივიდენდებისა და პროცენტებისთვის ჩამოთვლილია №996-ის 33-ე მუხლის 5.ა ქვეპუნქტში. არარეზიდენტის მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნისას ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოსავლები შეიტანება.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ა“

სტრიქონი 16 · სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი

მე-16 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ბ“

სტრიქონი 17 · საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული

მე-17 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „გ“

სტრიქონი 18 · ერთობლივი შემოსავალი (სსკ-ის 82 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით) გარდა მე-20 გრაფისა და დანართი „ა“, „ბ“ და „გ“-ში ასახული შემოსავლებისა

მე-15 უჯრის შემოსავალს გამოაკელით მე-20 უჯრა, დანართი „ა“-ს მე-2 და მე-4 სტრიქონების ჯამი, დანართი „ბ“-ს მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი, დანართი „გ“-ს ხელფასების ჯამი და სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შეღავათები. დეტალური შემადგენლობა განსაზღვრულია №996-ის 33-ე მუხლის 5.დ ქვეპუნქტში.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „დ“

სტრიქონი 19 · მათ შორის: სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული ( გარდა 5%-იანისა)

მე-19 უჯრაში – სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ექვემდებარება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ე“

სტრიქონი 20 · ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი

№996-ის 33-ე მუხლის 5.ვ ქვეპუნქტში ამ უჯრისთვის მითითებულია სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის ერთობლივი შემოსავალი და 5%-იანი განაკვეთი. მოქმედი სსკ-ის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი განსაზღვრავს ყოველთვიურ 7%-იან დაბეგვრას უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობის შემოსავლის გამონაკლისით — ფორმის ჩანაწერი მიმდინარე განაკვეთად არ გამოიყენოთ.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ვ“ · სსკ · მუხ. 309, ნაწ. 16 · სსკ · მუხ. 81, ნაწ. 3³

სტრიქონი 21 · საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

21-ე და 22-ე უჯრებში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ზ“

სტრიქონი 22 · საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

21-ე და 22-ე უჯრებში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ზ“

სტრიქონი 23 · გამოქვითვები სულ მათ შორის:

23-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში ასახული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ან/და აღსადგენი ხარჯები (24-ე-32-ე უჯრების ჯამი), მათ შორის.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ“

სტრიქონი 24 · სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

მე-24 სტრიქონში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ა“

სტრიქონი 25 · ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი

25-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის ღირებულება.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ბ“

სტრიქონი 26 · გაცემული ხელფასი

26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის სახით ფაქტობრივ განაცემებზე (სარგებელზე) გაწეული ხარჯი.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.გ“

სტრიქონი 27 · კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები

27-ე უჯრაში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი), მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვებისა.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.დ“

სტრიქონი 28 · საამორტიზაციო ანარიცხები

28-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ე“

სტრიქონი 29 · სრულად გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები

29-ე უჯრაში – საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექსპლოატაციაში გადაცემისას.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ვ“

სტრიქონი 30 · სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება

30-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ზ“

სტრიქონი 31 · ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები

31-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.თ“

სტრიქონი 32 · სხვა გამოქვითვები, (აღსადგენი ხარჯების გათვალისწინებით)

ჯერ აიღეთ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი, გამოქვითვის უფლების მიუხედავად, გარდა 24–31-ე სტრიქონებში ასახული ხარჯებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა; ეს სხვა ხარჯები სხვა უჯრებში არ უნდა იყოს ასახული. დაუმატეთ წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი, რომლის გამოქვითვის უფლება საანგარიშო პერიოდში წარმოიშვა. მიღებულ ჯამს გამოაკელით გამოქვითვის უფლების არმქონე თანხა, რომელიც ასახულია „თ.ი.ა“ ქვეპუნქტში და 24–31-ე სტრიქონებში; სხვაობა შეიტანეთ 32-ე სტრიქონში. შემადგენლობა და შეზღუდვები იხილეთ 33-ე მუხლის 5.თ.ი ქვეპუნქტებში.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ი“ · №996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ი.ა“ · №996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ი.ბ“ · №996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ი.გ“ · №996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „თ.ი.დ“

სტრიქონი 33 · ჯამი

33-ე უჯრაში –21-ე და 23-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ი“

სტრიქონი 34 · ჯამი

34-ე უჯრაში – მე-18 და 22-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „კ“

სტრიქონი 35 · საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი, გარდა არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლისა

35-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. ამასთან, აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლი, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით. და აგრეთვე საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით ავსებენ დეკლარაციას.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ლ“

სტრიქონი 36 · მათ შორის, ხელფასის სახით მიღებული

36-ე უჯრაში – დეკლარაციის 35-ე უჯრაში ასახული საქართველოში არსებული წყაროდან ხელფასის სახით მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „მ“

სტრიქონი 37 · დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი, სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად

37-ე უჯრაში – სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ნ“

სტრიქონი 38 · წინა წლების ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას

38-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, უჯრის შევსებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლით დაწესებული ნორმები.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ო“

სტრიქონი 39 · შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით (უჯ34-უჯ33-უჯ35-უჯ37-უჯ38)

39-ე უჯრაში – შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას (საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი 20%-იანი განაკვეთით) მიიღება: 34-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 33-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული 35-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 37) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლების ზარალი (უჯრა 38).

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „პ“

სტრიქონი 40 · ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით

№996-ის ფორმაში ეს უჯრა ტოტალიზატორის 5%-იან დასაბეგრ შემოსავალს ეხება და 33-ე მუხლის 5.ჟ ქვეპუნქტი გამოუყენებელი შეღავათის გამოქვითვის პირობას აღწერს. მოქმედ სსკ-ში შესაბამისი საქმიანობისთვის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობის შემოსავლისთვის 81-ე მუხლის 3³ ნაწილი ცალ-ცალკე გადაამოწმეთ — ფორმის 5% საერთო მიმდინარე განაკვეთი არ არის.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ჟ“ · სსკ · მუხ. 309, ნაწ. 16 · სსკ · მუხ. 81, ნაწ. 3³

სტრიქონი 41 · საშემოსავლო გადასახადი კანონმდებლობით დადგენილი ჩათვლების გარეშე

ფორმის 33-ე მუხლის 5.რ ქვეპუნქტით ეს არის 39-ე და მე-40 უჯრების შესაბამის განაკვეთებზე ნამრავლების ჯამი. მე-40 უჯრასთან დაკავშირებული განაკვეთის განსხვავება მოქმედ სსკ-სთან გადაამოწმეთ; ძველი ფორმის პროცენტი ავტომატურად არ გამოიყენოთ.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „რ“ · სსკ · მუხ. 309, ნაწ. 16 · სსკ · მუხ. 81, ნაწ. 3³

სტრიქონი 42 · გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას

გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნისას ასახეთ წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი, ან ნორმით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში თავად პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო. წყაროსთან დაკავებულ თანხაზე საჭიროა გადახდის დამადასტურებელი საბუთი; შემთხვევები ჩამოთვლილია 33-ე მუხლის 5.ს ქვეპუნქტში.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ს“

სტრიქონი 43 · კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, მათ შორის:

43-ე უჯრაში – კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 41-ე და 42-ე უჯრების მონაცემთა დადებითი სხვაობით.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ტ“

სტრიქონი 44 · ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი

44-ე უჯრებში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თითოეული ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის მითითებით.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „უ“

სტრიქონი 45 · დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადი

დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილ დეკლარაციაში ასახეთ 42-ე და 41-ე უჯრების სხვაობა, თუ 42-ე უჯრაში მითითებული წყაროსთან დაკავებული გადასახადი აღემატება 41-ე უჯრის გადასახადს. დაბრუნების შესაბამისი შემთხვევები განსაზღვრულია 33-ე მუხლის 5.ფ ქვეპუნქტში.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ფ“

სტრიქონი 46 · კაპიტალიზებადი ხარჯი

46-ე უჯრაში – კაპიტალიზირებადი ხარჯები.

№996 · მუხ. 33, პ. 5, ქვეპ. „ქ“