სარჩევი
დანართი №V-03

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

დეკლარაციები

დანართი №V-03 · ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია

ეს შევსების მოკლე მითითებაა და არა ნორმა; საბოლოო წყარო — მითითებული მუხლები.

ეს RS-ის პორტალი არ არის — ოფიციალური ფორმის ასლია შევსების მინიშნებებით; ოფიციალური ფორმა: Excel.

ფორმის ძირითადი ნაწილები ოფიციალური წყაროდანაა. ცარიელ უჯრებს შესავსები ველის იერი აქვს; აქ მონაცემები არ ივსება.

ჩამოტვირთე ოფიციალური ფორმა (Excel) · №996 · მაცნეს რედაქცია 2026-10-08

ფიზიკური პირის ქონების წლიური დეკლარაცია · №V-03-ის I–V ნაწილები, ინდივიდუალური და საოჯახო მონაცემების, მიწისა და სხვა ქონების გრაფებით.

ფართო ფორმის სანახავად გადაატრიალე ეკრანი ან გადაასრიალე ფორმა ჰორიზონტალურად. მონიშნულ უჯრაზე მიიტანე კურსორი, გადადი კლავიატურით ან შეეხე.

ნაწილი1-2

დანართი № V-03
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია
ნაწილი I
გადამხდელის პირადი ნომერიგვერდი
დეკლარაციის ტიპისაოჯახოიდივიდუალური
(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ „V" ნიშნით)
დეკლარაციის სახეპირველადიშესწორებულიწელი
წარედგინება:
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
გადასახადის გადამხდელი
(დეკლარანტი) (ფიზიკური პირის სახელი, გვარი)
(მისამართი: ქალაქი/მუნიციპალიტეტი, ქუჩა, კორპუსი, ბინა)(საკონტაქტო ტელეფონი)
მოცემული დეკლარაცია შედგენილიაფურცელზე
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:
გადასახადის გადამხდელის გვარი, სახელი
(ხელმოწერა)(თარიღი)
ნაწილი II
საგადასახადო ორგანოს აღნიშვნა დეკლარაციის წარდგენის შესახებ
(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)
დეკლარაცია წარდგენილიაფოსტითპირადადელექტრონულად
(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ „V" ნიშნით)
მოცემული დეკლარაცია წარდგენილიაფურცელზე
თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტებიფურცელზე
წარდგენის თარიღი
რეგისტრაციის ნომერი
საგადასახადო ორგანოს:
დასახელება
(საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელი,გვარი)(თანამდებობა)(ხელმოწერა)

ნაწილი 3

გვერდი
გადამხდელის პირადი ნომერი
ნაწილი III
(ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ავსებს საოჯახო დეკლარაციას)
№ოჯახის წევრის, გვარი, სახელიპირადი ნომერიდაბადების წელი
1234
არ აღემატება 100 000 ლარს
აღემატება 100 000 ლარს
შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ ,,V" ნიშნით
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
თარიღი

ნაწილი 4

გვერდი
გადამხდელის პირადი ნომერი
ნაწილი IV
მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ
№
1
ჯამი:
შენიშვნა:
დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ აისახება მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
თარიღი

ნაწილი 5

გვერდი
გადამხდელის პირადი ნომერი
ნაწილი V
დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გაანგარიშება
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ
№
1
სულ:
შენიშვნა:
მონაცემები დასაბეგრი ქონების, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების შესახებ, გარდა მიწისა, აისახება გასული საგადასახადო წლის მიხედვით.
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
თარიღი

სტრიქონების რუკა

რუკა JavaScript-ის გარეშეც ხელმისაწვდომია. მინიშნება მოცემულია მხოლოდ გადამოწმებული ნორმის საფუძველზე.

ნაწილი III · პუნქტი 1 · 1. მონაცემები გადასახადის გადამხდელის ოჯახის წევრების შესახებ

პირველ პუნქტში აისახება მონაცემები გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრის (წევრების) შესახებ და ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ავსებს საოჯახო დეკლარაციას.

№996 · მუხ. 91, პ. 4, ქვეპ. „ა“

ნაწილი III · პუნქტი 2 · 2. ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი:

მე-2 პუნქტში მიეთითება ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ჯამი. აღნიშნული მიზნით უჯრა, რომელიც შეესაბამება დეკლარანტის ოჯახის ჯამურ შემოსავლებს (არ აღემატება 100 000 ლარს; აღემატება 100 000 ლარს) აღინიშნება „V“ ნიშნით.

№996 · მუხ. 91, პ. 4, ქვეპ. „ბ“

ნაწილი IV · გრაფა 2 · მიწის ტიპი (მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია)

მიუთითეთ მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია. ნებადართული კატეგორიების ჩამონათვალი იხილეთ 91-ე მუხლის 5.ა ქვეპუნქტში.

№996 · მუხ. 91, პ. 5, ქვეპ. „ა“

ნაწილი IV · გრაფა 3 · მდებარეობა

მე-3 სვეტში: „მდებარეობა“- მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი).

№996 · მუხ. 91, პ. 5, ქვეპ. „ბ“

ნაწილი IV · გრაფა 4 · ფართობი (ჰა; კვ.მ)

მე-4 სვეტში: „ფართობი“- აისახება მიწის ნაკვეთის ფართობი: სასოფლო–სამეურნეო მიწის შემთხვევაში – ჰა-ში, არასასოფლო–სამეურნეო მიწის შემთხვევაში – კვ.მ -ში.

№996 · მუხ. 91, პ. 5, ქვეპ. „გ“

ნაწილი IV · გრაფა 5 · შეღავათი

მე-5 სვეტში: „შეღავათი“ – მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი.

№996 · მუხ. 91, პ. 5, ქვეპ. „დ“

ნაწილი IV · გრაფა 6 · ფართობი, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი

მე-6 სვეტში: „ფართობი, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი“ მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი.

№996 · მუხ. 91, პ. 5, ქვეპ. „ე“

ნაწილი IV · გრაფა 7 · გადასახადის განაკვეთი (ლარი)

მე-7 სვეტში: „გადასახადის განაკვეთი (ლარი)“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი.

№996 · მუხ. 91, პ. 5, ქვეპ. „ვ“

ნაწილი IV · გრაფა 8 · ქონების გადასახადი (ლარი)

მე-8 სვეტში: „ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის შესაბამისად.

№996 · მუხ. 91, პ. 5, ქვეპ. „ზ“

ნაწილი V · გრაფა 2 · ქონების ტიპი

მიუთითეთ დასაბეგრი ქონების ტიპი: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება ან ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩამოთვლილი აქტივები. სრული ჩამონათვალი განსაზღვრულია 91-ე მუხლის 7.ბ ქვეპუნქტებში.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ბ“ · №996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ბ.ა“ · №996 · მუხ. 91 · №996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ბ.ბ“ · №996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ბ.გ“

ნაწილი V · გრაფა 3 · მდებარეობა

მე-3 სვეტში: „მდებარეობა“ მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ ავტომობილებთან მიმართებაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება დეკლარაციის წარმომდგენი პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვისას მითითებული მისამართის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „გ“

ნაწილი V · გრაფა 4 · დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება (ლარი)

ასახეთ შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ქონების საბაზრო ღირებულება საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის, 91-ე მუხლის 7.დ ქვეპუნქტების მიხედვით. ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ჯამურად მიეთითება საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „დ“ · №996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „დ.ა“ · №996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „დ.ბ“

ნაწილი V · გრაფა 5 · შეღავათი

მიუთითეთ სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. შეღავათით შემცირებული ღირებულება აისახება მომდევნო გრაფაში, მისი დასახელებისა და 91-ე მუხლის 7.ე ქვეპუნქტის შესაბამისად.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ე“

ნაწილი V · გრაფა 6 · ღირებულება, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი

ასახეთ სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული ქონების ღირებულება. №996-ის 91-ე მუხლის 7.ე ქვეპუნქტი საფუძველსა და შემცირებულ ღირებულებას ერთად აღწერს; მიმდინარე ფორმა მათ მე-5 და მე-6 გრაფებად გამოყოფს.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ე“

ნაწილი V · გრაფა 7 · საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის პერიოდი (თვე)

მიუთითეთ დასაბეგრი ქონების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის თვეების რაოდენობა საგადასახადო წლის განმავლობაში. თვე სრულად ითვლება, თუ ქონება შესაბამისი თვის 15 რიცხვის მდგომარეობით გქონდათ.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ზ“ · №996 · მუხ. 91

ნაწილი V · გრაფა 8 · გადასახადის განაკვეთი (%)

მე-8 სვეტში: „გადასახადის განაკვეთი %“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „თ“

ნაწილი V · გრაფა 9 · ქონების გადასახადი (ლარი)

მე-9 სვეტში: „ქონების გადასახადი (ლარი)“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად.

№996 · მუხ. 91, პ. 7, ქვეპ. „ი“