სარჩევი
№999 · მუხლი 11 · სხვაობა

მუხლი 11. მცირე ბიზნესის სტატუსი

სხვაობა · შეცვლილია

ცვლილებებზე დაბრუნება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

1. მცირე ბიზნესის სტატუსი (შემდგომში – მცირე ბიზნესი) შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს (მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს), რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, თუ იგი ახორციელებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ით განსაზღვრულ საქმიანობას (შემდგომში – მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა), რომლის განხორციელება მცირე ბიზნესის მიერ აკრძალულია და იწვევს სტატუსის გაუქმებას.

მაგალითი 1:

პირობა:

გიორგიმ, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას (კერძოდ, ვაჭრობას, ფართის იჯარით გაცემას, ასევე ეწევა საქმიანობას სათამაშო აპარატებით, რაზედაც მას მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა), გადაწყვიტა მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

ანალიზი:

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის თანახმად, სათამაშო აპარატებით საქმიანობა განეკუთვნება იმ საქმიანობიდან ერთ-ერთს, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება.

შედეგი:

გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება.

3. მცირე ბიზნესისთვის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრულია შემოსავლის სახეები, რომლებიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში და მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა, მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრისდამატებულია: , ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება.