სარჩევი
№999 · მუხლი 15 · სხვაობა

მუხლი 15. მცირე ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები, დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის წყაროსთან დაკავება

სხვაობა · შეცვლილია

ცვლილებებზე დაბრუნება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.

2. მცირე ბიზნესი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) შესაბამისად.

დამატებულია: 2დამატებულია: 1დამატებულია: . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ წარადგენს „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას“, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

3. დაქირავებული პირებისთვის მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6000 ლარამდე ხელფასი, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;

ბ) მის მიერ, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს.

4. მცირე ბიზნესი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვალდებულია ხელფასის გაცემისა და მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) გადახდის წყაროსთან დააკავოს გადასახადი.

მაგალითი 1:

პირობა:

გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2017 წლიდან. მის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 30 000 ლარს. გიორგიმ 2020 წლის 25 აპრილს დაქირავებულ თანამშრომლებზე გასცა ხელფასი 5 000 ლარის ოდენობით. ასევე, ამავე თარიღში ფიზიკურ პირს აუნაზღაურა მომსახურების ღირებულება, რომელზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით წარმოეშვა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.

ანალიზი:

იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 50 000 ლარს, ხოლო 2020 წლის 25 აპრილს დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი – 6000 ლარს, კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

შედეგი:

გიორგის მიერ გაცემული ხელფასი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, რომელიც გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, შესაბამისი პირების მიერ, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება.

ამასთან, გიორგი ვალდებულია მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთანავე გადაიხადოს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი და არაუგვიანეს 2020 წლის 15 მაისისა წარადგინოს „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ დეკლარაცია და „საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ ინფორმაცია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №II-06 და №II-07 დანართების მიხედვით.

მაგალითი 2:

პირობა:

გიორგი 2019 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, ამავე წლის 5 აპრილს მიმართა საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. გიორგის მიერ 3 დაქირავებულისათვის 2019 წლის აპრილის და მაისის თვეებში გაცემულმა ხელფასმა თითოეულ თვეში თითოეულ თანამშრომელზე შეადგინა 1600-1600 ლარი, ანუ ჯამურმა განაცემმა 2 თვეში შეადგინა 9600 ლარი.

ანალიზი:

იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებულებზე ჯამურად გაცემულმა ხელფასმა 6000 ლარს გადააჭარბა, 2019 წლის მაისის თვიდან არ კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

შედეგი:

გიორგის მაისის თვეში გაცემული ხელფასის ნაწილზე, კერძოდ 3600 ლარზე წარმოეშობა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისა და საანგარიშო თვის მიხედვით შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ამასთან, იგი ვალდებულია შემდეგ პერიოდებში გაცემული ხელფასი სრულად დაბეგროს გადახდის წყაროსთან.

5. მცირე ბიზნესი არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ დეკლარაციას და „საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საერთო წესით.

მაგალითი 3:

პირობა:

გიორგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2019 წლის იანვარში, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა ამავე წლის 1 ოქტომბრიდან. სტატუსის მინიჭებამდე მას დაქირავებულებზე გაცემული აქვს ხელფასი 7 000 ლარის ოდენობით, რომელიც დადგენილი წესით დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.

ანალიზი:

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის სტატუსის მინიჭებამდე უკვე აქვს გაცემული 7000 ლარის ოდენობით ხელფასი, იგი უფლებამოსილია სტატუსის მინიჭების შემდგომ პერიოდებში (2019 წელს) 6000 ლარამდე გაცემული ხელფასი არ დაბეგროს გადახდის წყაროსთან.

შედეგი:

გიორგის მიერ სტატუსის მინიჭებამდე გაცემული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ხელფასი გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. იგი უფლებამოსილია სტატუსის მინიჭების შემდგომ პერიოდებში (2019 წელს) 6000 ლარამდე გაცემული ხელფასი არ დაბეგროს გადახდის წყაროსთან.

6. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა დამატებით იღებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრულ შემოსავლებს, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით, ამ შემოსავლებზე საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. (ამოღებულია - 03.12.2024, №390).