მუხლი 18. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება
სხვაობა · შეცვლილია
წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.
სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.
1. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ:
ა) (ამოღებულია - 23.06.2023, №227);
ბ) ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარსდამატებულია: , ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, ასეთ შემთხვევაშიწაშლილია: , გაუქმების წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ ხორციელდება.
11. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით მიმართა საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე, მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მაგალითი 1:
პირობა:
ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ 2018 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 600 000 ლარი.
პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2019 წლის იანვარში და მოითხოვა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. მის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს.
ანალიზი:
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიერ 2018 და 2019 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან 2018 წელს მას არ ჰქონდა მცირე ბიზნესის სტაუსი.
შედეგი:
გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი 2020 წლიდან არ უუქმდება.
2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან, თუ:
ა) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;
ბ) ფიზიკური პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის.
3. თუ დაფიქსირდა პირის მიერ მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, იგი რეჟიმიდან გამოსულად ჩაითვლება ამ წლის დასაწყისიდან.
4. თუ მცირე ბიზნესი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ დაეკისრება ჯარიმა, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მცირე ბიზნესის სტატუსს იმ კალენდარული წლის დასაწყისიდან, რომელშიც პირმა დაიწყო აკრძალული საქმიანობა ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დაეკისრა სამი ჯარიმა.
მაგალითი 2:
პირობა:
გიორგი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2015 წლიდან. მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2020 წლის 1 იანვრიდან. 2020 წლის 15 სექტემბერს გიორგის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დაეკისრა მესამე ჯარიმა. მას საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები.
ანალიზი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება 2020 წლის დასაწყისიდან.
შედეგი:
გაუქმდება ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები. ამასთან, გიორგის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების მიხედვით დაერიცხება მიმდინარე გადასახდელები 2019 წლის წლიური გადასახადის მიხედვით.
მაგალითი 3:
პირობა:
გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2021 წელს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლინდა, რომ ფიზიკური პირი 2019 წელს ახორციელებდა მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. კერძოდ, პირი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიას და მოიპოვებდა სასარგებლო წიაღისეულს. პირის მიერ მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებას 2020 და 2021 წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.
ანალიზი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის გათვალისწინებით, ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. აღნიშნული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება იმ კალენდარული წლის დასაწყისიდან, რომელშიც პირმა დაიწყო აკრძალული საქმიანობა.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი წარმოადგენს პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსულად ჩაითვლება 2019 წლის 1 იანვრიდან.
შედეგი:
გაუქმდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები და 2019 წლის დასაწყისიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.
დამატებულია: 5. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში.