სარჩევი
№999 · დანართი №4 · სხვაობა

დანართი №4. დანართი №4 · ინსტრუქცია „ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“

სხვაობა · შეცვლილია

ცვლილებებზე დაბრუნება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

   დანართი №4

ინსტრუქცია

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

დამატებულია: 1დამატებულია: . დამატებულია: ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას. ამასთან, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულოა.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.

4. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

5. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას.

6. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან.

7. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

8. იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი დამატებით ახორციელებს სხვა სახის საქმიანობას, ასეთ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები დამატებით განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.

მუხლი 2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით (დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქმიანობის ის სახე, რომელზეც გავრცელდება ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი და ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართი.

2. პირს უფლება აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართოს საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს.

3. თუ პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია, მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია, შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

4. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და თუ პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განცხადება სრულყოფილადაა შევსებული, გონივრულ ვადაში გასცემს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატს (დანართი №2).

5. (ამოღებულია - 12.07.2012, №247).

6. „პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“;

7. პირს ფიქსირებული გადასახადის სტატუსი არ მიენიჭება, თუ:

ა) არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს ;

ბ) განცხადება არასრულყოფილად არის შევსებული;

გ) (ამოღებულია - 31.07.2020, №177)

8. თუ პირის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან ერთად განცხადებით (დანართი №1) მოთხოვნილ იქნა მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება და პირს უარი ეთქვა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებას არ ექვემდებარება.

მუხლი 3. ფიქსირებული გადასახადი და დაბეგვრის სხვა სპეციალური რეჟიმები

1. საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის განსაზღვრის შემდეგ აღნიშნული საქმიანობ(ებ)ის განმახორცილებელ პირებზე არ გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი.

2. თუ ფიზიკური პირი, დამატებით ახორციელებს სხვა საქმიანობას და აკმაყოფილებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმთან ერთად დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში ისარგებლოს სპეციალური დაბეგვრის სხვა რეჟიმით (მიკრო ან მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებით).

3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში მიკრო/მცირე ბიზნესისათვის დადგენილი წლიური ერთობლივი შემოსავლის ზღვრული ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი.

მუხლი 4. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშგების და გადახდის წესი

1. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს − დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში.

2. ფიქსირებული გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

3. ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის დაწყებამდე, გადახდის მომენტისათის არსებული განაკვეთის შესაბამისად.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის თაობაზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, პირის ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადება წარმოადგენს გაანგარიშებას და მასში მითითებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის საფუძველს.

41. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი გაიცემა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობის თითოეულ მისამართზე ცალ-ცალკე.

5. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს ფიქსირებული გადასახადის მიხედვით.

6. ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიქსირებული გადასახდის გადამხდელი პირი აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს საშემოსავლო/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას.

61. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობის ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრისას, საშემოსავლო და მოგების გადასახადებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება.

7. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება განცხადებაში დაფიქსირებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახე ან/და ობიექტის რაოდენობა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, განცხადებით (დანართი №1) მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახის ან/და ობიექტის რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას (გარდა საქმიანობის სახისა და სხვა მისამართზე ობიექტის დამატების შემთხვევისა).

8. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ცვლილებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №1). ასეთ შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას.

9. დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

მუხლი 5. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან.

მუხლი 6. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერებამდე განცხადებით (დანართი №3) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

2. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში პირს არ დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი.

3. საქმიანობის განახლების შემთხვევაში, პირი ვალდებულია, განახლებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №3) და გადაიხადოს საქმიანობის განახლების თვის ფიქსირებული გადასახადი სრულად.

4. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში საქმიანობის ფაქტობრივად გაგრძელების შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისას პირს დაეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

მუხლი 7. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით;

გ) პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას;

დ) საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.

დამატებულია: ე) პირს გაუუქმდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია;

დამატებულია: ვ) ფიზიკური პირი გარდაიცვალა.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების ერთ-ერთი პირობის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა) დადგომისას პირი ვალდებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადებით (დანართი №4) მიმართოს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობის დადგომის დღიდან.

მუხლი 8. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირთა რეესტრი

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირიდან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯის იდენტიფიცირების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) აწარმოებს საგადასახადო წლისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირების ერთიან რეესტრს, რომელიც განთავსდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

მუხლი 9. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კონტროლი

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიმართ განახორციელოს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები.

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსზე გადასვლის შემთხვევაში, საანგარიშო წლის დაწყებიდან მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მიკრო/მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლის მიზნით განცხადებით მომართვის დღიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად დადგომის დღემდე უნარჩუნდებათ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი.

მაგალითი 1

ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების №6 დანართით განსაზღვრულ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, სურს გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე. ამასთან, პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი.

2012 წლის 20 მარტს მეწარმემ განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით. საგადასახადო ორგანომ განიხილა პირის განცხადება და 2012 წლის 25 მარტს პირს მიანიჭა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.

დასკვნა: ასეთ შემთხვევაში პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება 2012 წლის 1 აპრილიდან, ხოლო ფიქსირებული გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს 2012 წლის 1 აპრილამდე.

 მაგალითი 2

შპს-ს, რომელიც ეწევა სარესტორნო მომსახურებას, გააჩნია საკუთარი თონე, რომლის საშუალებითაც ხორციელდება პურის გამოცხობა, საწარმო ახდენს ამგვარი წესით გამოცხობილი პურის როგორც ცალკე საქონლის მიწოდებას (რეალიზაციას), ისე იყენებს სარესტორნო მომსახურების გაწევაში და მისი ფასი ჩართულია კლიენტისათვის გაწეული მომსახურების საბოლოო ღირებულებაში.

შპს-მ განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მიზნით. ვინაიდან საწარმო ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებულ საქონელს იყენებს მის მიერ სხვა რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობაში, მას არ მიენიჭება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.

მაგალითი 3

პირი ახორციელებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების №6 დანართით განსაზღვრულ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას და დამატებით ეწევა სარემონტო მომსახურებას. პირს სურს მიიღოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ძირითად საქმიანობაზე, ხოლო დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში ისარგებლოს მცირე ბიზნესის სტატუსით. პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი.

ასეთ შემთხვევაში პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით და დამატებით განხორციელებული (სარემონტო მომსახურება) საქმიანობის ნაწილში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გათვალისწინებული იქნება მცირე ბიზნესის 100 000 ლარამდე ერთობლივი შემოსავლის ოდენობის დათვლისას.

მაგალითი 4

პირს აქვს თონე და პურის ცხობასთან ერთად თონეში აცხობს და ყიდის ლობიანს. იგი ასევე დამატებით ახორციელებს თონით მომსახურებას (მაგ., გოჭის შეწვა) და სურს გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე.

ასეთ შემთხვევაში პირს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით. პირს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი მიენიჭება თონეზე და იგი შეზღუდული არ არის აღნიშნული სტატუსის ფარგლებში პურთან ერთად გაყიდოს მის მიერ გამომცხვარი ლობიანი, პურისათვის მოზელილი ცომი ან თონეში შეწვას გოჭი.