მუხლი 156. ზოგადი დებულებები
1. ეს კარი განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ − დღგ) გამოანგარიშების და გადახდის წესს.
2. დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.
3. დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით.
4. ამ კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 6
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №21409 — 2025-10-06 06.10.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №16088 — 2025-07-16 16.07.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №15898 — 2025-07-14 14.07.2025
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №23434/2/2024 — 2024-10-16 16.10.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №17525 — 2024-07-26 26.07.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №14056 — 2024-06-17 17.06.2024