მუხლი 198. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი
1. იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის ოდენობით.