მუხლი 246. გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი
1. პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.
2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამ მუხლს მიუთითებს
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 18
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №6967 — 2025-04-11 11.04.2025
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №23758/2/2024 — 2024-10-31 31.10.2024
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №21559/2/2023 — 2024-02-01 01.02.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20652 — 2023-08-22 22.08.2023
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20294 — 2023-08-11 11.08.2023
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №19012/2/2023 — 2023-08-08 08.08.2023
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №19554 — 2023-08-08 08.08.2023
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №17280 — 2023-07-17 17.07.2023
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20228
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №7534