სარჩევი
მუხლი 26³

მუხლი 26³. ფარმაცევტული საწარმო

1. ფარმაცევტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქციას და ახორციელებს მის მიწოდებას.

2. პირს ფარმაცევტული საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

3. პირისათვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.