მუხლი 294. საგადასახადო შეთანხმების ფორმა
1. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის.
2. საგადასახადო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);
ბ) მიღწეული შეთანხმების შინაარსი და პირობები;
გ) საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი.