მუხლი 301. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა
დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე;
ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს;
გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
დ) არ არსებობს დავის საგანი;
ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში;
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
თ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;
კ) მომჩივანი გარდაიცვალა;
ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში;
მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია;
ნ) საჩივარი ანონიმურია;
ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 432
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №28090/2/2026 — 2026-10-20 20.10.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27910/2/2026 — 2026-09-16 16.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27940/2/2026 — 2026-09-16 16.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №28056/2/2026 — 2026-09-16 16.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27951/2/2026 — 2026-09-15 15.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27845/2/2026 — 2026-09-11 11.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №28069/2/2026 — 2026-09-11 11.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27874/2/2026 — 2026-09-08 08.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №103348/1/2026 — 2026-08-24 24.08.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27697/2/2026 — 2026-08-24 24.08.2026