მუხლი 310. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კოდექსი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის;
ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის.
3. ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზედაც, რომლებიც მთავრდება 2011 წლის 1 იანვრამდე.
4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.