სარჩევი
ბრძანება · მუხლი 3

№633 · ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ · ბრძანება

ბრძანება · მუხლი 3

1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საგადასახადო ორგანოებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანებით „საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“ განსაზღვრული წესით შევსებული და წარდგენილი ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.

2. 2012 წლის 1 იანვრამდე განხორციელებულ ოპერაციებზე, რომლებზეც არ არის შევსებული და წარდგენილი შესაბამისი ფორმები, საგადასახადო აგენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №1-ს (საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“) 2013 წლის 1 აპრილამდე.

ცვლილებების ისტორია 1

ძიება და ცვლილებების ისტორია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მომხმარებლისთვის. რეგისტრაცია უფასოა.

რეგისტრაცია ან შესვლა

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3 · პუბლიკაცია 6

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა
გამოითვალე გადასახდელი თანხა