მუხლი 98. გადასახადის განაკვეთი
1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.
3. (ამოღებულია - 13.12.2023, №3902).
4. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგება აღნიშნული საქმიანობის ნაწილში იბეგრება 5 პროცენტით.
6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, იბეგრება 20 პროცენტით.
ამ მუხლს მიუთითებს
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 11
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №6122 — 2026-03-20 20.03.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №4059 — 2026-02-23 23.02.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20078 — 2025-09-12 12.09.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №3991 — 2025-03-07 07.03.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №18736 — 2024-08-14 14.08.2024
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №23278/2/2024 — 2024-08-09 09.08.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №18025 — 2024-08-02 02.08.2024
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №22870/2/2024 — 2024-07-17 17.07.2024
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №21269/2/2023 — 2024-03-20 20.03.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №23779 — 2023-09-28 28.09.2023
ცვლილებების ისტორია 8
- საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
- საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
- საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
- საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
- საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
- საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
- საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
- საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №134 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.