სარჩევი
№996 · მუხლი 1 · სხვაობა

მუხლი 1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

სხვაობა · შეცვლილია

მთლიანი ტექსტის ჩვენება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

… 2 უცვლელი პუნქტი — გაშლა

1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან);

დამატებულია: [დამატებულია: ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან (გარდა ამ ინსტრუქციის 39დამატებულია: 6დამატებულია:  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა) ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან; დამატებულია: (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

ა1) დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმდგენი დაქირავებული პირი;

… 11 უცვლელი პუნქტი — გაშლა

ბ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი;

გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ე) საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ვ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;

ზ) (ამოღებულია – 05.07.2016, №148);

თ) დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია;

ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი (გარდა უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა), რომელსაც, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართვის ადგილი გადმოაქვს საქართველოში.

21. საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა.

3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოა შემოსავლების სამსახური.

4. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.