სარჩევი
№996 · მუხლი 1 · წინა რედაქცია

მუხლი 1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

წინა რედაქცია

1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან (გარდა ამ ინსტრუქციის 396 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა) ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან;

ა1) დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმდგენი დაქირავებული პირი;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი;

გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ე) საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ვ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;

ზ) (ამოღებულია – 05.07.2016, №148);

თ) დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია;

ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი (გარდა უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა), რომელსაც, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართვის ადგილი გადმოაქვს საქართველოში.

21. საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა.

3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოა შემოსავლების სამსახური.

4. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

წინა რედაქციის შენიშვნები (7)
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 17.01.2019წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
  6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.
  7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2026წ.