სარჩევი
№996 · მუხლი 111⁴ · წინა რედაქცია

მუხლი 111⁴. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები

წინა რედაქცია

1. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული;

ბ) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირს სურს გაზარდოს/შეამციროს ბაზრობის ტერიტორიის ფართობი, იგი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე, მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აცნობოს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები ამ ინსტრუქციის 1113 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული არ ეხება შემთხვევას, როდესაც ბაზრობის ტერიტორიის ფართობის ცვლილება არ იწვევს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების ცვლილებას.

3. ამ კარის მიზნებისათვის, სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა გულისხმობს პირისათვის სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის სარგებლობის უფლების ნებისმიერი ფორმით გადაცემას.

წინა რედაქციის შენიშვნები (1)
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №259 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.