სარჩევი
მუხლი 12

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 12. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციისას, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, №I-08 დანართის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულად.

21. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა.

3. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №366 - ვებგვერდი, 12.11.2024წ.