სარჩევი
მუხლი 22²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 22². აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი

1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) გადასახადის თანხა;

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით აღიარებული საგადასახადო დავალიანება იფარება საგადასახადო დავალიანების წარმოშობის თარიღის რიგითობის გათვალისწინებით.

მაგალითი 1:

შპს „ელიტას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2 აპრილს დეკლარაციით დარიცხული აქვს მოგების გადასახადი 300 ლარი. ამასთან, 16 აპრილის მდგომარეობით დღგ-ის დეკლარაციით დაერიცხა 200 ლარი, გადასახადის გადამხდელს ასევე ერიცხება ჯარიმა 100 ლარი.

20 აპრილს გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა 200 ლარი, ხოლო 24 აპრილს – 400 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში:

შპს „ელიტას" მიერ პირველად გადახდილი 200 ლარით ჯერ დაიფარება მოგების გადასახადში არსებული ძირითადი თანხა – 300 ლარი, როგორც უფრო ადრე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. 24 აპრილს გადახდილი 400 ლარით დაიფარება მოგების გადასახადში დარჩენილი თანხა 100 ლარი (300-200), შემდგომ  დღგ-ის თანხა – 200 ლარი. ხოლო დარჩენილი 100 ლარით ჯარიმის თანხა.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.