სარჩევი
№996 · მუხლი 3 · სხვაობა

მუხლი 3. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი

სხვაობა · შეცვლილია

მთლიანი ტექსტის ჩვენება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

… 2 უცვლელი პუნქტი — გაშლა

1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.

დამატებულია: [დამატებულია: 1. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირი და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

დამატებულია: ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად;

დამატებულია: ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.  დამატებულია: (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

11. თუ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

… 55 უცვლელი პუნქტი — გაშლა

12. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის საფუძველია მის მიერ წარდგენილი დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.

13. ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის ნაცვლად, შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის საფუძველზე. საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვა ასევე წარმოადგენს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.

2. გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობის შემთხვევაში, ამავე კანონის შესაბამისად შედგენილ და სანოტარო ან სათანადო წესით დადასტურებული წესდების ასლს, ხოლო სხვა შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადოდ დამოწმებულ ასლს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) სახელწოდებას;

ბ.ბ) ყველა მონაწილის ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერას, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით/სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;

ბ.გ) იურიდიულ მისამართს;

ბ.დ) მონაწილეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს;

ბ.ე) ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს);

ბ.ვ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესს და პირობებს;

ბ.ზ) მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს;

ბ.თ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;

ბ.ი) საქმიანობის ხანგრძლივობას;

ბ.კ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს;

ბ.ლ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;

ბ.მ) კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა დებულებებს;

გ) კრების (სხდომის) ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ1) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო საწარმოს/ორგანიზაციის, რომელსაც არ აქვს გავლილი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის სათანადოდ დადასტურებულ/დამოწმებულ ასლს – იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს დამფუძნებელს/წევრს წარმოადგენს ასეთი პირი;

დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ასლს;

გ) დებულების/წესდების სათანადოდ დამოწმებულ ასლს;

დ) ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ამ პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია);

ე) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

4. (ამოღებულია – 05.07.2016, №148);

5. უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე;

გ) დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა და დამფუძნებელთა რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ მონაცემებს არ შეიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია);

გ1) მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში, ასევე – დოკუმენტს, რომლიდანაც ვლინდება ინფორმაცია საქართველოში არსებული ფაქტობრივი მისამართის და ადგილობრივი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ;

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

51. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-021 დანართის შესაბამისად;

ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ან მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე – იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება, და, არსებობის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება საწარმოს მართვის ადგილის საქართველოში გადმოტანა;

გ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, განცხადების წარმომდგენი ვალდებულია №I-021 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით აცნობოს საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილებების შესახებ.

6. დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გაცემულ წერილს, რომელიც შეიცავს მონაცემებს ორგანიზაციის დიპლომატიური სტატუსის და იურიდიული მისამართის შესახებ;

გ) დიპლომატიური პასპორტის ასლს;

დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

7. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. განცხადების მონაცემები შემოსავლების სამსახურის მიერ შეიტანება რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) და გადასახადის გადამხდელის მოწმობაში.

9. გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შვიდციფრა (მე-2–მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონების და გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი კოდების გათვალისწინებით, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან განმეორება (სხვა გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭება) აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. საგადასახადო აღიცხვის შემდეგ, გადასახადის გადამხდელზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა №I-03 დანართის შესაბამისად.

11. (ამოღებულია – 01.03.2011, №115).

12. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი უკვე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს;

გ) სულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია;

13. საგადასახადო აღრიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარი.

14. საგადასახადო ორგანო საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების კოდების შესაბამისად.