სარჩევი
მუხლი 56²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 56². საგადასახადო დოკუმენტის წარდგენა

1. დღგ-ის გადამხდელის მიერ ამ ინსტრუქციის დანართი №III-071 ფორმით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

2. არასწორად ან არასრულად (რომელიმე რეკვიზიტის გარეშე) შევსებულ საგადასახადო დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია და ჩათვლის დოკუმენტად არ განიხილება.

3. არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საგადასახადო დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას. მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის/მომსახურების მიღებაზე დასტურის მიცემის შემდეგ, გარდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო დოკუმენტის გაუქმებისას, საგადასახადო დოკუმენტი გაუქმებულად ითვლება გაუქმების ოპერაციაზე მყიდველის თანხმობის (დასტურის) შემთხვევაში.

4. ტრანსპორტირებით საქონლის მიწოდებისას, საქონლის მიღებაზე დასტურის შემდეგ საგადასახადო დოკუმენტი არ ექვემდებარება გაუქმებას.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 112

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 07.02.2019წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.