№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 79⁴. შემოსავლების სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გაცემული მატერიალური ფორმის მარკების ფონური ფერები და შეფუთვის ფორმები
1. შერჩეული პირის მიერ ადგილობრივი და იმპორტული არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გაცემული მატერიალური ფორმის მარკების ფონური ფერია – ყვითელი.
2. შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების გაცემა ხორციელდება შეფუთული სახით, 1 000-ცალიანი, 5 000-ცალიანი ან 3 0000-ცალიანი რულონის (თვითწებადი) ფორმით.
3. შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია დაშიფრულია უხილავი მატრიცის/კოდის საშუალებით.
4. რულონური ტიპის თვითწებად მარკებზე დატანილია სერიული ნომერი საქონლის მარკირების შესახებ საინფორმაციო ბაზაში მათი გამოყენების ასახვისათვის (გააქტიურებისათვის).
5. შემოსავლების სამსახურისა და შერჩეული პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, შერჩეული პირი მარკების გაცემას ახორციელებს ნაწილობრივი ფორმით.
ცვლილებების ისტორია 4
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 25 მარტის ბრძანება №58 – ვებგვერდი, 28.03.2016წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 17.11.2022წ.