სარჩევი
დანართი №III-03¹

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

დანართი №III-03¹ · ტელესაკომუნიკაციო მომსახურება

დანართი №III-031

ტელესაკომუნიკაციო მომსახურება

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ნიშნავს მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი სახის სიგნალების, სიტყვების, გამოსახულებებისა და ბგერების ან ინფორმაციის გადაცემასთან, გამოცემასთან ან მიღებასთან სადენით, რადიოთი, ოპტიკურად ან სხვა ელექტრომაგნიტური სისტემებით, ასეთი გადაცემის, გამოცემის ან მიღებისათვის საჭირო სიმძლავრის გამოყენებასთან დაკავშირებით უფლების გადაცემის ან მინიჭების ჩათვლით, გარდა გლობალურ საინფორმაციო ქსელებზე დაშვების უზრუნველყოფისა, კერძოდ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებეები მოიცავს:
ა) ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო მომსახურებას ხმის, ინფორმაციის და ვიდეოგამოსახულების გადაცემის და კომუტაციის მიზნით, გამოსახულების კომპონენტის შემცველი სატელეფონო მომსახურების ჩათვლით (ვიდეოფონის მომსახურება);
ბ) ინტერნეტის მეშვეობით გაწეულ სატელეფონო მომსახურებას „ინტერნეტით მიწოდებული ხმის პროტოკოლის“ ჩათვლით (VoIP);
გ) ხმოვან ფოსტას, ლოდინის რეჟიმს, ზარის გადამისამართებას, ზარის იდენტიფიკაციას, სამმხრივ ზარს  და ზარის მართვის სხვა სერვისებს;
დ) საპეიჯერო მომსახურებას;
ე) აუდიოტექსტის მომსახურებას;
ვ) ფაქსს, ტელეგრაფს, ტელექსს;
ზ) ინტერნეტ-წვდომას „გლობალური ქსელის“ ჩათვლით;
თ) კერძო ქსელურ კავშირებს, რომლებიც ექსკლუზიური სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფენ მომხმარებელს.
 
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას არ მიეკუთვნება:
ა) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;
ბ) რადიო და ტელემაუწყებლობის (შემდგომში „მაუწყებლობის“) მომსახურება.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 47¹

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.