სარჩევი
დანართი №III-03²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

დანართი №III-03² · რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება

დანართი № III-032

რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება მოიცავს აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტისგან შემდგარ მომსახურებას, როგორიცაა რადიო და ტელეპროგრამები, რომელთა მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით და მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით ხდება, პარალელურ რეჟიმში მოსმენის ან ყურების მიზნით, პროგრამის საფუძველზე.
2. კერძოდ, პირველი პუნქტი მოიცავს:
ა) რადიო და ტელექსელით გადაცემულ ან რეტრანსლირებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს;
ბ) ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად ხდება.
3 . პირველი პუნქტი არ მოიცავს:
ა) სატელეკომუნიკაციო მომსახურებას;
ბ) ელექტრონული გზით გაწეულ მომსახურებას;
გ) ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტული ფასიანი პროგრამების შესახებ;
დ) სამაუწყებლო ან რეტრანსლირების უფლებების გადაცემას;
ე) ტექნიკური აღჭურვილობის ან შენობა-ნაგებობების იჯარით გადაცემას მაუწყებლობის მისაღებად;
ვ) ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად არ ხდება.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 47¹

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.