სარჩევი
დანართი №3

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ

დანართი №3 · ინსტრუქცია „მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახებ“

დანართი №3

ინსტრუქცია

მცირე ბი ზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, ხარჯების აღრიცხვის მიზნით, ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის შესაბამისად.

2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.

3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა.

4. ქაღალდზე ნაბეჭდი აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.

5. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შესაძლებელია გაიხსნას როგორც ერთ კალენდარულ წელზე, ასევე უვადოდ.

6. კალენდარულ წელზე გახსნილი ჟურნალი იხურება შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღეს.

7. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.  

მუხლი 2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის შევსების წესი

1. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ყდაზე ინსტრუქციის დანართის პირველ გვერდზე მოცემული წესით მიეთითება:

ა) კალენდარული წელი, რომელ წელსაც მოხდა ჟურნალის გახსნა;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის გვარი, სახელი;

გ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) მცირე ბიზნესის სერტიფიკატის ნომერი;

ე) განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე;

ვ) საქმიანობის ადგილის ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის (შემდეგში – ჟურნალი) პირველ სვეტში მიეთითება ოპერაციის რიგითი ნომერი.

3. ჟურნალის მე-2 სვეტში მიეთითება შეძენილი საქონლის დასახელება ან/და მიღებული მომსახურების სახე.

4. ჟურნალის მე-3 სვეტში მიეთითება ზომის ერთეული. ეს სვეტი მომსახურების მიღების შემთხვევაში არ ივსება.

5. ჟურნალის მე-4 სვეტში მიეთითება შესყიდული საქონლის ოდენობა. ეს სვეტი მომსახურების მიღების შემთხვევაში არ ივსება.

6. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის მე-5 სვეტში მიეთითება ხარჯის გაწევის თარიღი.

7. ჟურნალის მე-6 სვეტში აისახება გაწეული ხარჯი თანხობრივ გამოსახულებაში.

8. ჟურნალის მე-7 სვეტის შევსება სავალდებულო არაა. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში იგი მიუთითებს პირველადი საგადასახადო დოკუმენტის დასახელებას (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა), ნომერს და თარიღს.

9. ჟურნალის მე-8 სვეტში (შენიშვნა) მითითება კეთდება შეცდომის დაშვების შემთხვევაში ან გადამხდელის გადაწყვეტილებით რაიმე მინიშნების გაკეთების შემთხვევაში.

  მაგალითი 1 :

ვახტანგ ბერიძე არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მისი საიდენტიფიკაციო ნომერია 222222222. მას მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, რომლის ნომერია №1111111. იგი ფლობს მინიმარკეტს. მისი მინიმარკეტი იმყოფება მისამართზე: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ №X.

ვახტანგმა 2019 წლის 7 მარტს, ბაზარში, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შეიძინა 1 ტომარა კარტოფილი 30 ლარად და 10კგ ხახვი 9 ლარად. ამასთან, იმავე დღეს საგადასახადო სასაქონლო ზედნადებით, რომლის ნომერია 11/12 შეიძინა 12 ცალი ნამცხვარი – ფასი 10 ლარი და 5 კგ ვაფლი – ფასი 10 ლარი. მან შპს „სხივს“ შესაკეთებლად გადასცა სასწორი, რომელსაც ავანსად გადაუხადა 5 ლარი, მომსახურების სრული ღირებულებაა 10 ლარი. მან აგრეთვე შპს „ტკბილი სასმელებისაგან“ შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 1 ყუთი ლიმონათი ღირებულებით 15 ლარი.

 ამ შემთხვევაში ი . მ . ვახტანგ ბერიძე ჟურნალს შეავსებს შემდეგნაირად:

1. ამ ინსტრუქციის დანართის შესაბამისად ქაღალდზე ნაბეჭდი ჟურნალის ყდა ან ელექტრონული ჟურნალის საწყისი ფურცელი გამოიყურება ასე:

მცირე ბ იზნესის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი

201 9 წელი

გადამხდელი: ინდივიდუალური მეწარმე ვახტანგ ბერიძე

საიდენტიფიკაციო №222222222

მცირე ბიზნესის სერტიფიკატის №1111111

განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე: საცალო ვაჭრობა

საქმიანობის ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. №X.

2. ჟურნალში 201 9 წლის 3 მარტს ვახტანგის მიერ გაკეთდება შემდეგი ჩანაწერები:

№
შეძენილი საქონელი ან/და მიღებული მომსახურება
ზომის
ერთეული
რაოდენობა
თარიღი
თანხა
 
ხარჯის დამადასტურებე-ლი დოკუმენტის სახე, № და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
1
კარტოფილის შესყიდვა
ტომარა
1
07.03.19
30 ლარი
 
 
2
ხახვის შეძენა
კგ
10
07.03.19
9 ლარი
 
 
3
ნამცხვარი
ც
12
07.03.19
10 ლარი
სასაქონლო ზედნადები№11/12, 07.03
 
4
ვაფლი
კგ
5
07.03.19
10 ლარი
სასაქონლო ზედნადები№11/12, 07.03
 
5
შპს „სხივზე“ სასწორის შესაკეთებლად გაწეული მომსახურება
 
 
07.03.19
5 ლარი
 
გაცემული ავანსი
 
 
 
 
 
 
 
 

ვახტანგი ჟურნალში შპს „ტკბილი სასმელებისაგან“ შემდგომი გადახდის პირობით შეძენილ საქონეზე ჩანაწერს გააკეთებს იმ რიცხვში, როდესაც მოახდენს ანგარიშწორებას.

1. თუ ვახტანგი 10 მარტს მიღება-ჩაბარების აქტით – №XX დაიბრუნებს შეკეთებულ სასწორს და მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია სწორად (შესაძლებელია მომსახურების მიმწოდებლისა და მიმღების იდენტიფიცირება, დამოწმებულია ხელმოწერებით და ბეჭდის ქონის შემთხვევაში – ბეჭდით) იგი ჟურნალის მე-2,5–მე-8 სვეტებში გააკეთებს ჩანაწერს:

ამ მუხლს მიუთითებს

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ

№999, ბრძანება, მუხლი 1

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.