№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ბრძანება
ბრძანება · მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. ინსტრუქცია „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ (დანართი №1) თანდართულ დანართებთან ერთად.
2. (ამოღებულია - 30.12.2015, №466).
3. ინსტრუქცია „მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების წესის შესახებ“ (დანართი №3) თანდართულ დანართთან ერთად.
4. ინსტრუქცია „ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ (დანართი №4 ) თანდართულ დანართებთან ერთად.
5. ინსტრუქცია „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ (დანართი №5) თანდართულ დანართთან ერთად.
ცვლილებების ისტორია 5
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება №244 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №466 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.