სარჩევი
მუხლი 25

№5386-IIს · ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 25. პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოსთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

1. პროფესიული ორგანიზაცია ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ იგი უარს აცხადებს სამსახურთან თანამშრომლობაზე ან განზრახ თავს არიდებს მას. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოს ჩამოართვას ის უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული აღიარების წესით.

2. ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნების, ასევე პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების განხორციელების წესების დარღვევა გამოიწვევს პროფესიული ორგანიზაციის ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5 000 ლარამდე.