№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 60. გარანტიის შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა
თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან ეს გარანტია დადგენილ ვადაში ვეღარ უზრუნველყოფს იმპორტის გადასახდელის გადახდის წარმოსაშობი ვალდებულების შესრულებას, საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მოსთხოვოს წარდგენილი გარანტიის ახალი გარანტიით შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა.