№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 81. საქართველოს საქონლის მიერ საბაჟო სტატუსის დაკარგვა
საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს, თუ:
ა) ის გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ბ) ის ექცევა ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში, თუ ეს დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით;
გ) ის მოქცეულია საბაჟო პროცედურაში მიზნობრივი დანიშნულებით და შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს ან ნადგურდება ისე, რომ რჩება ნარჩენი;
დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქონლის გაშვების შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი;
ე) ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება შეიტანება.