სარჩევი
მუხლი 88

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 88. საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარდგენა

საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წინასწარ, საბაჟო ორგანოსთვის ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის წარდგენამდე იქნეს წარდგენილი. თუ საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარდგენის დღიდან 45 დღის განმავლობაში ეს საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მიიჩნევა, რომ საბაჟო დეკლარაცია არ იქნა წარდგენილი.