სარჩევი
მუხლი 96

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 96. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის შემოწმების მიზნით:

ა) შეისწავლოს ეს დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები;

ბ) მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა;

გ) დაათვალიეროს საქონელი;

დ) აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში მისი ანალიზისთვის ან საქონლის დეტალური შემოწმებისთვის.

2. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ამ მუხლს მიუთითებს

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

საბაჟო კოდექსი, მუხლი 75საბაჟო კოდექსი, მუხლი 101