№3303-რს · დაგროვებითი პენსიის შესახებ
მუხლი 14. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი
ტექსტი: საკანონმდებლო მაცნე — ამ მუხლში ინფოჰაბის ვერსია ოფიციალურისგან განსხვავდება.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან:
ა) მმართველობითი საბჭოს წევრები;
ბ) აღმასრულებელი დირექტორები;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;
დ) ამ კანონის 281 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის (მათ) მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;
ე) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების წინაშე პასუხისმგებელი პირი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საინვესტიციო რჩევას აძლევს;
ვ) საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დისკრეციული უფლებამოსილება აქვს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მქონე პირად მიიჩნევა სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ დასაქმებული პირი, რომელსაც უფლება აქვს, უშუალოდ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით ან/და მის ფარგლებში.
ამ მუხლს მიუთითებს
№3303-რს · დაგროვებითი პენსიის შესახებ
ცვლილებების ისტორია 4
- საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2208 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
- საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2286 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
- საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
- საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.