№3303-რს · დაგროვებითი პენსიის შესახებ
მუხლი 34². საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემა
ტექსტი: საკანონმდებლო მაცნე — ამ მუხლში ინფოჰაბის ვერსია ოფიციალურისგან განსხვავდება.
1. თუ ამ კანონის 32-ე−341 მუხლების საფუძველზე საპენსიო აქტივების გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ პენსიის მიმღებმა/მისმა მემკვიდრემ საპენსიო აქტივები/პენსია ზედმეტობით მიიღო, დამსაქმებლის ან საპენსიო ფონდის მიერ პენსიის მიმღებისთვის/მისი მემკვიდრისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, საპენსიო ფონდს მოსთხოვოს მის მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე თანხის გადახდა, რომელიც გაცემულია ამ კანონის 32-ე−341 მუხლების საფუძველზე.