სარჩევი
მუხლი 36

№3303-რს · დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 36. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები

1. საპენსიო ფონდმა შეიძლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირს მოსთხოვოს ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 

2. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილის ან მისი მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის პროპორციულად.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.