სარჩევი
მუხლი 37¹⁴

№3303-რს · დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37¹⁴. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება

1. დავების განხილვის სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, მისი განუხილველად დატოვების, საჩივრის განხილვის შეწყვეტის შესახებ.

2. დავების განხილვის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ბრძანების სახით.

3. დავების განხილვის სამსახურის შუალედური გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. იგი შეიძლება გასაჩივრდეს დავების განხილვის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.