მუხლი 102. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები
1. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები;
ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
გ) ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები;
დ) ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას საბაზრო ღირებულება შემოსავალში შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით;
ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;
ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა;
ზ) დივიდენდი;
თ) როიალტი;
ი) პირისთვის ვალის ჩამოწერით მიღებული სარგებელი;
კ) ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები;
ლ) სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.
2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
3. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 28
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №104150/1/2026 — 2026-09-14 14.09.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27657/2/2026 — 2026-07-22 22.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №12450 — 2026-06-05 05.06.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №10770 — 2026-05-14 14.05.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №26944/2/2026 — 2026-04-29 29.04.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №3925 — 2026-02-20 20.02.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №26456/2/2026 — 2026-02-13 13.02.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №100 — 2026-01-09 09.01.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №28100 — 2025-12-23 23.12.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №20704 — 2025-09-22 22.09.2025