სარჩევი
მუხლი 146

მუხლი 146. კომპენსირებული გამოქვითვები და რეზერვების შემცირება

1. ადრე გამოქვითული ხარჯების, ზარალისა და უიმედო ვალების ანაზღაურებით მიღებული თანხა იმ წლის შემოსავლად ითვლება, რომელშიც ანაზღაურდა იგი.

2. წინასწარ გამოქვითული რეზერვების შემცირებისას შემცირებული თანხა შეიტანება მიმდინარე წლის ერთობლივ შემოსავალში.

ამ მუხლს მიუთითებს

102104

დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge

დავები 2