მუხლი 178. შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე
დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ა) სოციალური მიზნით ან გასართობ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებისათვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა იბეგრება დღგ-ით;
ბ) ამ კოდექსის 174-ე−177-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებულ ან გამოსაყენებლად გამიზნულ საქონელზე/ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ღირებულებისთვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხებზე, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს;
გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);
ე) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 12
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №26596/2/2026 — 2026-03-25 25.03.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №17088 — 2025-07-30 30.07.2025
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №25340/2/2025 — 2025-07-09 09.07.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №15173 — 2025-07-04 04.07.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №11192 — 2025-06-02 02.06.2025
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №24968/2/2025 — 2025-05-19 19.05.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №3914 — 2025-03-06 06.03.2025
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №16267 — 2024-07-09 09.07.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №14286 — 2024-06-18 18.06.2024
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №6506 — 2024-03-26 26.03.2024
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
- საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.