მუხლი 176. დღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესი
1. დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია;
დ) ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა;
ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
დაკავშირებული რესურსები infohub.rs.ge
დავები 26
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №18965 — 2026-08-21 21.08.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №27803/2/2026 — 2026-08-07 07.08.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №17020 — 2026-07-28 28.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №16876 — 2026-07-24 24.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №16859 — 2026-07-24 24.07.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №14496 — 2026-06-30 30.06.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №12778 — 2026-06-11 11.06.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №12779 — 2026-06-11 11.06.2026
- შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება №10270 — 2026-05-08 08.05.2026
- ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება №25520/2/2025 — 2025-11-03 03.11.2025