სარჩევი
დანართი №4

№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

დანართი №4 · აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

 დანართი №4

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის

მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.

2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება).

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. პერსონალით უზრუნველყოფა.

7. აქციზური საქონლის წარმოება.

ამ მუხლს მიუთითებს

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ

№999, მუხლი 11№999, მუხლი 11

№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

№415, მუხლი 1

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №368 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.