№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
დანართი №3 · შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას
დანართი №3
შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას
1. ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი.
5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:
ა) უძრავი ქონება;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;
გ) ფასიანი ქაღალდები.
6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.
7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.
ამ მუხლს მიუთითებს
№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ
№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.