სარჩევი
მუხლი 1

№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:

1. საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი (დანართი №1).

2. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №2).

3. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №3).

4. აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4).

5. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №5).

6. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში (დანართი №6).

7. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები (დანართი №7).

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
  2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №376 - ვებგვერდი, 31.07.2018წ.
  3. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 იანვრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 27.01.2025წ.