№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
დანართი №6 · ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში
დანართი №6
| ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში | ||||
| № | დასაბეგრი საქმიანობის სახე | დაბეგვრის ობიექტი | საანგარიშო პერიოდი | გადასახადის განაკვეთი |
| 1 | თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდებაან/და თონეთი გაწეული მომსახურება | თონე | კალენდარული თვე | 50 ლარი (ერთ თონეზე) |
| 2 | თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის,გასწორების,გაპარსვის,წვერის შესწორების,მაკიაჟის (მათ შორის,წამწამების დაგრძელების),მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა),დეპილაციის,კოსმეტოლოგის მომსახურება | სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა/სავარძელი) | კალენდარული თვე | ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) – 50 ლარი |
| 3 | მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის,ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება | სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა) | კალენდარული თვე | ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) – 30 ლარი |
| 4 | სოლარიუმის მომსახურება | სამუშაო ადგილი (სოლარიუმის კაბინა) | კალენდარული თვე | ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) – 70 ლარი |
| 5 | ავტომობილების ტექნიკურიმომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა) | მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი | კალენდარული თვე | 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი; იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი |
შენიშვნა:
1. ამ დადგენილების მიზნებისათვის თონე არის მიწაში მთლიანად, სანახევროდ ან მხოლოდ ძირით ჩადგმული ცილინდრული ფორმის, პირმოხვეული ან პირგანური, აგურით ამოშენებული ან გამომწვარი თიხით დამზადებული ნაკეთობა, რომელშიც საწვავად გამოიყენება შეშა, საწვავი აირი ან ელექტროენერგია.
2. ამ დადგენილების მიზნებისათვის ნახევარფაბრიკატი არის პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს დამუშავების ერთი/რამდენიმე ეტაპი და საჭიროებს შემდგომ ერთი ან რამდენიმე ეტაპის გავლას (მათ შორის, თერმულ დამუშავებას), ვიდრე მიიღებს მზა ნაწარმის სახეს, რომელიც გამოსადეგი იქნება საკვებად.
3. (ამოღებულია – 23.03.2012, №97).
ამ მუხლს მიუთითებს
№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ
№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
ცვლილებების ისტორია 4
- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 26.03.2012წ.
- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №145 - ვებგვერდი, 27.04.2012წ.
- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №186 - ვებგვერდი, 28 .05.2012წ.