№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ
მუხლი 1²
2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდში, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №6-ით („ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში“) განსაზღვრული გადასახადის განაკვეთი, ამავე დანართით განსაზღვრული თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, შეადგენს 1 ლარს.
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის დადგენილება №353 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.